როგორც მეცნიერები ამბობენ, ავტომობილის მართვის დროს, ადამიანი სიცოცხლეს იხანგრძლივებს. მათ, ვისაც ხშირად უწევს ავტომობილის მართვა, თავს ძალიან კაგრად გრძნობენ და საკმაოდ მხნედაც გამოიყურებიან.
ექსპერიმენტში, რომელშიც მონაწილეობა საშუალო ასაკის ადამიანებმა მიიღეს დამტკიცდა, რომ შუახნის ადამიანები, რომლებიც ავტომობილს მართავენ, ნაკლებად ხდებიან დეპრესიის, ნერვული სტრესისა და კონფლიქტური სიტუაციების მსხვერპლნი. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ავტომობილის მართვა აუმჯობესებს ადამიანის ფუნქციონალურობასა და მეხსირებას.
გამოკვლევის შედეგებით მტკიცდება, რომ ავტომობილის მართვა, საუკეთესო საშუალებაა მობილურობისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით კი შუახნის ადამიანებში. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მაქსიმალურად მოვიპოვოთ კონტროლი საჭეზე, რაც რიგ შემთხვევებში, შეიძლება მედიკამენტებზე უკეთესიც კი აღმოჩნდეს…