პაბლ-ბიჩის იდეალურად გაკრეჭილი ბალახი? გუდვუდის აღმართების ხედები? ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია – თუმცა რას იტყოდით შვეიცარიაში, სან-მორიცის გაყინული ტბის ხედზე? აგერ უკვე რამდენი წელია, ამ ადგილს ათობით უნიკალური ავტომობილი სტუმრობს, რათა The ICE-ში – International Concours of Elegance–ში მიიღოს მონაწილეობა.
უფრო ელეგანტური და ჭკვიანური დასახელების მოფიქრება შეუძლებელი იქნებოდა.