კომპანია W Motors-მა დუბაის სპეცრაზმისთვის შექმნილი ყველგანმავალი წარადგინა. სპეციალურ მოდიფიკაციას Ghiath დაარქვეს და ის ამავე სახელწოდების კროსოვერის ბაზაზე აიგო.
ავტომობილმა პოლიციის სპეციალური დანაყოფის მოთხოვნების შესაბამისი განახლებები მიიღო, მათ შორის განსაკუთრებული აღჭურვილობა და დაცულობა. ვიზუალურად მანქანა შავი ფერით გამოირჩევა. მის ოფციებს შორისაა ღამით სვლის რეჟიმი, 9 გარე კამერა, ნომრების ამომცნობი სისტემა და ხალხის ნაკადის გაფანტვის დაკვამლიანების მექანიზმი.
სალონში სპეციალური ადგილია გამოყოფილი იარაღის და საომარი აღჭურვილობის შესანახად.