LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნაკრები ესპანეთს შეხვდება

38

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 7 ივნისს, ამხანაგურ მატჩში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.

ამაზე ესპანური გამოცემა Marca წერს.

შეხვედრა მადრიდის გარეუბანში, “ხეტაფეს” სტადიონზე გაიმართება.

რუმინეთის, ბოსნიის და სამხრეთ აფრიკის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ესპანეთის ბოლო მეტოქე სწორედ საქართველოს ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, საქართველო და ესპანეთი ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატის 2014 წლის შესარჩევ ეტაპზე შეხვდნენ. ორივე შეხვედრაში გამარჯვება ესპანელებს დარჩათ: თბილისში 1:0, მადრიდში – 2:0.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები