ადამ ლევინის დიდი ხნის ოცნება ასრულდა. ცნობილი ხდება, რომ 36 წლის მუსიკოსი და მისი მეუღლე, ბეჰატი პრინსლუ მშობლები გახდებიან. წყვილს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა ის მათთან დაახლოებულმა პირმა გაავრცელა. მისი თქმით, მოდელი ორსულობის მე-3 თვეშია.
შეგახსენებთ, რომ Maroon 5-ის სოლისტისა და Victoria’s Secret-ის მოდელის რომანი 2013 წელს დაიყო. წყვილმა 2014 წელს იქორწინა. მას შემდეგ ადამს არაერთხელ განუცხადებია, რომ მზად არის მამობისთვის და ბევრ შვილზე ოცნებობს.