ბევრისთვის სექსი საძინებლის საზღვრებს არ სცდება, რადგან ეს კოფორტული და მოსახერხებელია, თუმცა ამავე დროს ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი. თუ მზად ხართ ექსპერიმენტებისთვის და თქვენი ინტიმური ცხოვრების გასახალისებლად, მაშინ აუცილებლად დაგაინტერესებთ სექსისთვის ყველაზე ”ცხელი” ადგილების ტოპ-ათეული.
გამოსაცვლელი ოთახი
ტანსაცმლის გასაზომი კაბინა მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთა საყვარელი ადგილია. მართალია, მაღაზიებში ყოველთვის ბევრი ხალხია, ყველა სადღაც ჩქარობს და რაღაცას იზომავს, მაგრამ თუ მსგავსი ვარიანტი მოგეწონათ, აუცილებლად მოსინჯეთ.
აივანი
აივანი მშვენიერი ადგილია სექსისთვის, თუ რა თქმა უნდა ზედმეტად ღიაა არაა და ყველას ყურადღებას არ იქცევს. რაც მთავარია, სახლიდან გასვლაც არ დაგჭირდებათ. საკმაორისია დადგად აივანზე დივანი და თამამად შეუდექით საქმეს!
ლიფტი
საკმარისია დააჭიროთ თითი ”Stop”-ის ღილაკს და პოტენციალური ადგილი სექსისთვის მზადაა. სიბნელე, სივიწროვე და მხოლოდ თქვენ… მთავარია არაფერი არ დააზიანოთ და სამუდამოდ არ დარჩეთ ლიფტში.
სამუშაო კაბინეტი
სამუშაო კაბინეტი იდეალური ადგილია თანამშრომლებთან სექსისთვის. თუმცა, თავისუფლად შეგიძლიათ მიიწვიოთ ოფისში თქვენი მეორე ნახევარიც. გაატარეთ შესვენება საინტერესოდ და გამოსცადეთ გამძლეობაზე ოფისის მაგიდა და სხვა ავეჯი.
თვითმფრინავი
თვითმფრინავით აპირებთ მგზავრობას? მაშინ, ნუ დაკარგავთ დროს და ისარგებლეთ თვითმფრინავის საპირფარეშოთი. მართალია, პატარაა, მაგრამ ექსტრემალური სექსისთვის კარგად გამოდგება.
მატარებელი
თუ კუპეში მარტო ხართ, დაუფიქრებლად გადადით მოქმედებაზე! რომანტიკული ატმოსფერო და რიტმულად მოძრავი მატარებელი კი, აუცილებლად შეგიქმნით სექსისთვის შესაფერის განწყობას.
კინოთეატრი
შეარჩიეთ ღამის სეანსი და ”ადგილები კოცნისთვის”. ეფექტურად შეავსებს ატმოსფეროს ეროტიული ფილმიც.
რესტორნის ან ღამის კლუბის საპირფარეშო
ნებისმიერ კლუბში და რესტორანში შეგიძლიათ მიიღოთ სიამოვნება სექსისგან საპირფარეშოს კაბინაში. თუმცა, ნუ დაიკავებთ დიდხანს, რადგან შესაძლოა სხვასაც უნდოდეს მისით სარგებლობა. ღამის კლუბში სექსისთვის იდეალური დრო დილაა, როცა სტუმრების ნაკადი ნელ-ნელა კლებულობს.
წვეულება
წვეულების დროს შეუმჩნევლად გაუჩინარება საკმაოდ ადვილია, თან არც შესაფერისი ადგილის მოძებნა გაგიჭირდებათ – აბაზანა, საძინებელი, სამზარეულო ან აივანი იდეალურად მოუხდება თქვენს უკვე კარგად შემთვრალ ვნებებს.
სასტუმრო
სასტუმრო არც ისეთი ბანალური ადგილია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ესტუმრეთ თქვენს მეგობარ გოგონასთან ერთად უცნობ ქალაქს, იქირავეთ ნომერი ახალდაქორწინებულთათვის და გაატარეთ რამდენიმე დღე სრულ იდილიაში.