LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-12: საქართველო მსოფლიო რეიტინგში წინ მიიწევს

58

ისტორიული შედეგი: “ბორჯღალოსნები” მსოფლიოს რეიტინგში დაწინაურდნენ და აქამდე არნახულ, მე-12 პოზიციამდე აღზევდნენ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა.

“ბორჯღალოსნები” ახალ რეიტინგში, 72.21 ქულით არიან მე-12 ადგილზე.

ქართველმა მორაგბეებმა რეიტინგში უკან ჩამოიტოვეს ტონგასა (13) და იტალიის (14) ნაკრებები.

საქართველომ შაბათს, სოჭში, 24:7 ძლია რუსეთი. რაკი თამაში სტუმრად მოვიგეთ და თანაც 15 ქულაზე მეტით, მაგის გამო მეტადაც ვიხეირეთ – 76 ერთეულით და გადავუსწარით ტონგას და კიდევ უფრო მოვიტოვეთ 6 ერის მონაწილე იტალია, რომელსაც წინა სანაკრებო კვირას გადავუსწარით (იტალია ექვსი ერის ტურნირში ირლანდიასთან ანგარიშით 15:58 დამარცხდა).

19 მარტს, ”დინამო არენაზე” საქართველო ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, რუმინეთის ნაკრებს მასპინძლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები