LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

General Motors-ს 800 000 გაუმართავი ავტომობილის გაყიდვაში ადანაშაულებენ

108
GM

General Motors-ს გაუმართავი მანქანების გაყიდვაში ადანაშაულებენ და რაც ყველაზე სამწუხაროა, ავტომფლობელთა აზრით კომპანიამ ეს განზრახ გააკეთა. მოსამართლე დევიდ ლოუსონი მოსარჩელეთა ვარაუდს დაეთანხმა, საქმე ისაა რომ ამერიკულ ფირმას დეფექტის არსებობის შესახებ მტკიცებულება ჰქონდა, თუმცა პრობლემის აღმოსაფხვრელად არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

კოლექტიურ სარჩელში წერია, რომ რისკის ქვეშ აღმოჩნდა 800 ათასამდე Chevrolet Silverado, Colorado, Corvette და Camaro, Cadillac Escalade, ATS, CTS და CT6, GMC Sierra, Yukon, Canyon და მათი მოდიფიკაციები. ყველა პრობლემური მანქანა 8 დიაპაზონიანი ავტომატური Hydra-MAtic-ითაა აღჭურვილი და 2015-დან 2019 წლამდე პერიოდშია გამოშვებული.

შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ავტო გიგანტმა ერთი კოლექტიური სარჩელი უკვე წააგო და დაზარალებულებისათვის 100 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები