ავტომობილის შეძენისას, ძალიან გვიჭირს არჩევანის გაკეთება, რადგან ყველას მოდური, საიმედო, ხარისხიანი და, რა თქმა უნდა, უსაფრთხო ავტომობილის შეძენა გვინდა. არ უნდა დაგვავიწყდეს არც კომპლექტაციის, ძრავის და ტრანსმისიის, ასევე თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების შერჩევა. ამიტომ, გასაკვირი არაა რომ ფინანსების ქონის შემთხვევაშიც კი, ძალიან რთულია ისეთი უნივერსალური ავტომობილის შეძენა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და გემოვნებას. თუმცა, არსებობს ავტომობილთა კატეგორია, რომლებიც უნივერსალური ავტომილების ”კასტას” მიეკუთვნებიან. საუბარია, სპეციალურად მაღალი სახელმწიფო პირებისთვის შექმნილ ავტომობილებზე, რომელთაც ყველა ავტომოყვარული შენატრის.
კენია – Benz Pullman S600, 50 000$
ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც კენიაა, ცოტა თუ აძლევს საკუთარ თავს ფუფუნების უფლებას, თუმცა, კენიის მთავრობას ძალიან უყვარს ჯავშნიანი Mercedes Pullman S600, რომლითაც მხოლოდ სახელისუფლო ელიტა გადაადგილდება. ლიმუზინი 6,3 ლიტრიანი V8 ტიპის ძრავით, კომფორტისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებითაა აღჭურვილი. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი, 220კმ/სთ-ს აღწევს.
უზბეკეთი – Range Rover Supercharged, 103 195$
უზბეკეთის სახელმწიფო მეთაურმა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ჯავშნიანი Range Rover Supercharged შეიძინა. მდიდრული და ელეგანტური ინტერიერის მქონე ავტომობილს, საკუთარი კონსტრუქციის წყალობით, ნებისმიერი ტიპის საფარზე შეუძლია გადაადგილება, ისე რომ დისკომფორტი არ შეუქმნას მგზავრებს.
მაროკო – Mercedes 600 Pullman, 120 384$
მაროკოს მონარქმა ჰასან მეორემ, საავტომობილო სამყაროს უსაფრთხოების მეფე – Mercedes Pullman 600 შეიძინა. ლიმუზინი განსაკუთრებულია არა მარტო თავისი უსაფრთხოების სისტემით და ტექნიკური მახასიათებლებით, არამედ თავისი მდიდრული იერითაც. ავტომობილი 6,3 ლიტრიანი V8 ტიპის ძრავით და მაღალტექნოლოგური ჰიდრავლიკური სისტემითაა აღჭურვილი, რომელის დახმარებითაც რეგულირდება ავტომობილის სავარძლები, იღება კარებები და ფანჯრები, ჯავშნის დონე კი, აბსოლუტურად აკმაყოფილებს სამეფო ოჯახის მოთხოვნებს.
სამხრეთ კორეა – Huyndai Equus VL500 (550), 122 180$
სამხრეთ კორეას მეტად საშიში მეზობლი ჰყავს ჩრდილოეთით, ამიტომ მაღალი სახელმწიფო პირებისთვის ავტომობილის შერჩევისას ყურადღება პირველ რიგში სწორედ უსაფრთხოებას ექცევა. ქვეყნის მთავრობამ უარი თქვა ავტომობილის საზღვარგარეთ შეძენაზე და მისი აწყობა კომპანია Huyndai-ს დაუკვეთა, რომელმაც უნიკალური ჯავშინიანი ლიმუზინი Equus VL500 შექმნა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის მანქანა სამხრეთ კორეაში შექმნილი პირველი ჯავშნიანი მოდელია, რომელიც უსაფრთხოების ყველა თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ბრუნეი – Rolls Royce Phantom VI, 148 645$
ბრუნეის სულთანი მხოლოდ Rolls Royce Phantom VI-ით მგზავრობს, რაც სხვათაშორის ძალიან კარგი არჩევანია, რადგან ავტომობილი არა მარტო საკუთარი სიმძლავრით, არამედ დიდებულებითაც გამოირჩევა. Phantom VI V8 ტიპის ძრავით, კარბურატორით და 4-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.
მალაიზია – Maybach 62 394,000$
მალაიზიის უმაღლესი პირები უპირატესობას Maybach 62-ს ანიჭებენ, რომელიც უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ფუნქციასთან ერთად, პიკნიკის მოსაწყობი პატარა მაგიდით, უახლესი ტექნოლოგიებით და ფუფუნების სხვა ელემენტებითაა აღჭურვილი. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მსგავსი საავტომობილო შედევრის ფლობა მხოლოდ ძალიან შეძლებულ ადამიანებს შეუძლიათ.
დიდი ბრიტანეთი – Jaguar XJ Sentinel, 455 025$
Jaguar XJ Sentinel – გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ავტომობილია, რომელიც სპეციალური შეკვეთით ააწყვეს და ტურბირებული 5,0 ლიტრიანი V8 ტიპის ძრავით აღჭურვეს. სამწუხაროდ, ავტომობილის ბევრი ტექნიკური დეტალი საიდუმლოა, თუმცა ზუსტადაა ცნობილი, რომ ის ჯავშნიანია და ტიტანის საბარგული აქვს. გარდა ამისა, მანქანა ნახევარკარბონატის ფანჯრებითაა აღჭურვილი, რომლებიც ახლო მანძილიდან გასროლილ ტყვიასაც კი უძლებენ. Jaguar XJ Sentinel-ს ღამის ხედვის სისტემა, ტელევიზორი და სპეციალური სისტემა აქვს, რომლის დახმარებითაც კონფერენციების გამართვა პირდაპირ ავტომობილიდან შეიძლება.
ვატიკანი – Mercedes-Benz M-Class 524 990$
ვატიკანის ლიდერს ავტოპარკში პაპმობილი ჰყავს, რომელიც ML-კლასის Mercedes-ის საფუძველზეა აწყობილი და თანამედროვე უსაფრთხოების ყველა მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ჩინეთი – Hongqi Limousine, 801,624$
ლიმუზინი Hongqi (ითარგმნება როგორც ”წითელ დროშა”), ჩინეთში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია, რომელიც 8 წამში 100კმ/სთ-ს სიჩქარეს ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი, 200კმ/სთ-ს აღწევს. ავტომობილით მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირები სარგებლობენ, ამიტომ ის ფუფუნების საგნად იქცა, რომელზეც ყველა შეძლებული ჩინელი ოცნებობს.
აშშ – Cadillac One 1,500,000$
აშშ-ს ოფიციალური სახელმწიფო ავტომობილი – Cadillac One, კომპანია General Motors-მა ააწყო, რომელიც უკვე 80 წელია ზრუნავს პრეზიდენტების უსაფრთხო გადაადგილებაზე. ბოლო მოდელს – ჯავშნიან Cadillac-ს, ყველა აუცილებელ ოფციასთან ერთად საიდუმლო სამალავიც აქვს, სადაც იმავე ჯგუფის სისხლი ინახება, რაც მოქმედს პრეზიდენტს აქვს. მანქანა ასევე აღჭურვილია ჟანგბადის ბალონებით საგანგებო სიტუაციებისთვის და ღამის ხედვის სამხედრო სისტემით.