ევროკავშირი და გერმანია შეთანხმდნენ, რომ შიდა წვის ძრავა 2035 წლიდან აღარ აკრძალონ. ევროპული კომისია კიდევ ერთ დოკუმენტს მოამზადებს, რომელშიც სინთეტიკური საწვავისთვის გამონაკლისი დაიშვება. სიახლე მწარმოებლებს საშუალებას მისცემს, რომ ავტომობილები შიდა წვის ძრავით აღჭურვონ, თუმცა ბენზინის ან დიზელის მოხმარება დაუშვებელი იქნება. ამ შეთანხმების დამსახურებით ევროკავშირის ქვეყნები კანონის მიღებას და ტრადიციულ აგრეგატზე უარის ეტაპობრივად თქმას შეძლებენ.
გადაწყვეტილების შეცვლა მინისტრებმა ავტო სამყაროს მომავალზე დარდის გამო გადაწყვიტეს, საქმე ისაა რომ ბევრმა ავტომწარმოებელმა სამუშაო ძალის შემცირებაც დააანონსა, რაც ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს.
ევროკავშირს მოუწევს, რომ შექმნას შიდა წვის ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების ახალი სახეობა, რომელიც მხოლოდ ეკოლოგიურ საწვავზე იმუშავებს. პროექტში ისიც წერია, რომ აგრეგატებმა საწვავი უნდა ამოიცნონ და ჩვეულებრივ ბენზინზე არ უნდა იმუშაონ. თუ როგორ შესრულდება ეს ჩანაფიქრი და შესრულდება თუ არა საერთოდ, ამ ეტაპზე რთული სათქმელია.