სუპერმოდელ ბეჰატი პრინსლუს ორსულობის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი. ამჯერად კი ვგებულობთ, რომ წყვილი ახალ სახლს ეძებს, სადაც ბედნიერი ოჯახი მომავალ შვილთან ერთად იცხოვრებს.
მომავალი მშობლები პაპარაცებმა ლოს-ანჯელესის დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ ელიტურ რაიონში დააფიქისრეს, სადაც, სავარაუდოდ მათი მომავალი სახლის დასათვალიერებლად იყვნენ მისულები.
მოდელს თხელი სარაფანი ეცვა, სადაც მისი წამოზრდილი მუცელი უკვე კარგად ჩანდა.