LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ელექტრომობილების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა

119
ელექტროქარი

2021 წელს მსუბუქი ელექტრომობილების რაოდენობა ევროკავშირში 2020 წელთან შედარებით 76%-ით გაიზარდა. ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო ევროსტატი ავრცელებს.

ელექტრონული ავტომობილების რიცხვის ზრდა ევროპის ყველა სახელმწიფოში შეინიშნებოდა. გამორჩეული მაჩვენებელი ჰქონდათ – ფინეთს (+136%), ხორვატიას (+127%) და იტალიას (+122%). ზრდის ყველაზე დაბალი ტემპები დაფიქსირდა ჩეხეთში (+12%) და ესპანეთში (+15%).

2021 წელს ევროპაში ელექტრომობილების საერთო რაოდენობა 1,9 მილიონი იყო. ლიდერები გახდნენ გერმანია (618 ათასი), საფრანგეთი (403 ათასი), ნიდერლანდები (245 ათასი), იტალია (118 ათასი) და შვედეთი (110 ათასი).

ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადასვლა მნიშვნელოვანი ნაწილია იმ გეგმის, რომელიც ევროკავშირმა გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ფარგლებში დასახა. 2050 წლისთვის ევროპაში მავნე გამონაბოლქვის რაოდენობა იმდენად უნდა შემცირდეს, რომ გარემოს ზიანი ვეღარ მიაყენოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები