LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარშალ გელოვანისა და მაჭავარიანის ახალი გზით სარგებლობა მაისიდან შესაძლებელი იქნება

118
7

მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება. ამ დროისთვის, ახალი საავტომობილო გზის მიმდებარედ დასრულებულია ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედლების მშენებლობა. და გზის სავალ ნაწილზე ბეტონის საფარი ეწყობა.

მიმდინარე და შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება. გარკვეული სირთულეები იყო პროექტის განხორციელების დროს, რადგან ამ სივრცეში არის მეწყრული ზონები. დაახლოებით 9 კერა იყო, თუმცა, ყველა დამუშავებულია და უსაფრთხოება ყველანაირად დაცულია. რაც შეეხება სამუშაოების დასრულებას, აპრილის ბოლოს საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგებული იქნება, დაიწყება ღამის განათების ბოძების მონტაჟი და ვფიქრობ, რომ მაისის შუა რიცხვებიდან ამ გზის გახსნა შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე.