კომპანია Honda 580 ათას ახალ მანქანას სამუხრუჭე სისტემის პრობლემის გამო უკან გამოიწვევს. იაპონურმა კორპორაციამ აღიარა, რომ მოდელებს Fit, Freed, Freed+, Vezel, StepWGN, Shuttle, Odyssey, CR-V, Insight, Grace, Jade, Accord, Honda e და Clarity – შესაძლოა სერიოზული დეფექტი ჰქონდეთ. შედეგად ამ ავტომობილების მართვა რთული იქნება, უფრო ზუსტად კი დასამუხრუჭებლად მეტი ზეწოლის გამოყენება იქნება საჭირო.
Honda ამტკიცებს რომ რისკ ჯგუფში არიან მანქანები, რომლებიც 2018 წლის 2 ივნისიდან 2022 წლის 1-ელ მარტამდე პერიოდში გამოუშვეს. გაუმართაობა ქარხნული წუნის გამო წარმოიშვა. სამწუხაროდ, ამ დრომდე უკვე 4 უბედური შემთხვევა და 1100-მდე საჩივარია დაფიქსირებული.
ბუნებრივია, ყველა წუნდებულ მოდელს მწარმოებელი უფასოდ შეაკეთებს.