პოპულარული გადაცემის TopGear-ის განახლებული სეზონი მოკლე ვარიანტით იქნება წარმოდგენილი, რადგან გადამღებ ჯგუფს არ ჰქონდა საკმარისი დრო გადაღებებისთვის. გარდა ამისა, არსებობდა იმის რისკიც, რომ გადაცემა საერთოდ არ ყოფილიყო მზად წლევანდელი წლისთვის, თუმცა, საბედნიეროდ გულშემატკივარი გადაცემას მაინც იხილავს.
სამწუხაროა, რომ გადაცემაში ვეღარ შევხვდებით წამყვანთა ძველ შემადგენლობას. თუმცა, როგორც ტელეკომპანია BBC ირწმუნება, ახალ წამყვანებთან ერთად გადაცემა არანაკლებ საინტერესო იქნება.
2016 წლის სეზონში, მაყურებელი იხილავს უახლეს სუპერქარებს და მათ შესაძლებლობებს. ავტომობილების ჩამონათვალი კი ასეთია:
Zenos E10
Chevrolet Corvette Z06
Ford Mustang GT
Dodge Viper ACR
Aston Martin Vulcan
Ariel Nomad
Willys Jeep
Reliant Ribon
Ferrari F12tdf
McLaren 675LT
Audi R8 V10 Plus
და სხვა…