წლევანდელი Tbilisi open air გრანდიოზული და მასშტაბური იქნება. თბილისს ლეგენდარული ჯგუფი Deep Purple ეწვევა. ფესტივალი 5 ივნისს, დინამო არენაზე გაიმართება. 19 მარტიდან ბილეთების გაყიდვა დაიწყება და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება სტადიონის სალაროებსა და Biletebi.ge-ზე. ხელმისაწვდომია როგორც დასაჯდომი, ასევე მოედანზე, ფეხზე დასადგომი ადგილები. ბილეთის ფასი 40-დან 200 ლარამდე მერყეობს. შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება 250 და 500-ლარიანი VIP ბილეთები. ლეგენდარული ინგლისური ჯგუფი ”დიფ ფარფლი” 1968 წელს დაარსდა ჰეტფორდში. ჯგუფის ამჟამინდელ შემადგენლობაშია არიან: იენ პეისი, როჯერ გლოვერი, იენ გილანი, სტივ მორსი, დონ ეირი. „ალტერ ვიჟენ ჯგუფი“ 2009 წლიდან ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალს TBILISI OPEN AIR.