როგორც უცხოური პრესა იტყობინება, კომპანია Audi აპირებს გამოუშვას ახალი ტიპის სპორტქარი, რომელიც სერიულ წარმოებაში ერთდროულად ორი ავტომობილის TT–ს და R8–ს ადგილს დაიკავებს.
ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი ავტომობილის კოდური სახელწოდება PO455 გახლავთ, ხოლო სალონი R6-ის სტილში იქნება დამზადებული.
მოსალოდნელია, რომ Audi Porsche Boxster-ის გაუმჯობესებული ვერსია იქნება. აგრეთვე ცნობილია ისიც, რომ ძრავის დამზადებაზეც სწორედ Porsche-ს ტექნიკოსები იმუშავებენ.
სავარაუდოდ, ახალი ავტომობილის კაპოტქვეშ 2,5 ლიტრიანი, 408 ცხენის ძალის მქონე აგრეგატი მოთავსდება. საინტერესოა ისიც, რომ სპორტქარი სრულწამყვანთვლიანი იქნება.
როგორც უცხოური პრესა იტყობინება, კომპანია Audi ახალი ტიპის ძრავების წარმოებაზე გადადის, რომლის პრეზენტაციაც TT RS-ისა და RS3-ის პრეზენტაციის დროს, 2017 წელს მოხდება.