LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20-21 აპრილს ღამის საათებში პუშკინის ქუჩა გადაიკეტება

51

პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით 20-21 აპრილს 00:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.

როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, ამ დროისათვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები.

პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას. “აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება,”- განაცხადეს მერიაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია “CRP” აწარმოებს და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,950,000 ლარი დაიხარჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები