ოთხი აპრილიდან, კინოთეატრ რუსთაველში ”დრიმვორკს ანიმეიშენის” ახალი მულტიპლიკაციური ფილმი ”ქრუდსების ოჯახი” გამოდის. ფილმში მოქმედება პრეისტორიულ დროში ვითარდება. კრეგს მიწისძვრით განადგურებული სოფლის დატოვება და ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ წასვლა უწევს. მოგზაურობისას ოჯახი ფანტასტიკურ, ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდება. ფილმი 3D ფორმატისაა.
”ქრუდსების ოჯახის” ნახვა მაყურებელს ასევე შეეძლება კინო რუსთაველში მდებარე TBCinema-ში. TBCinema VIP დარბაზია, რომელიც შედარებით მაღალი ფასის მიუხედავად დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ მაყურებელს განსხვავებული, კომფორტული სავარძლები, განსხვავებული დიზაინი და ბარი დახვდება.