დაშორების დროს ცოლი ქმარს კარგავს. კაცისთვის კი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ის ცოლსაც კარგავს და ოჯახსაც. კაცი მარტო რჩება და ეს ხშირ შემთხვევაში განქორწინების გარდაუვალი შედეგია.
ასეთ დროს ხშირია ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუარესება და ამ მდგომარეობასთან გამკლავებაში ფსიქოლოგის 9 რჩევა დაგეხმარებათ.
1. უნდა გაიაზრო, რომ ოჯახი ეს პროექტი არ არის. ასეთ მდგომარეობაში შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს. ეს ცუდია, თუმცა ხდება.
2. ყველას და ყველაფრის კონტროლი არ შეგიძლია. ცოლი ეს არის ცალკე პიროვნება და შენს მოსაზრებას მხოლოდ რჩევის სახე შეიძლება ჰქონდეს, გადაწყვეტილებებს კი ის თავად იღებს. შენ შესაძლოა ავტორიტეტიც იყო, თუმცა ყველა ადამიანი მაინც ინდივიდუალურია.
3. შენ ცოლს ეყრებით და არა ოჯახს. შენი შვილები ისევ შენი შვილები არიან და მათ ცხოვრებაში მონაწილეობის სრული უფლება გაქვს. შვილებთან ურთიერთობის საკითხი ყოფილ მეუღლესთან თავიდანვე უნდა მოაგვარო.
4. არ მიედ-მოედო. განქორწინების შემდეგ შემთხვევითი კავშირი თვითშეფასებას არ ზრდის. შემოწმებულია.
5. დარჩი ჯენტლმენი. შენი შვილების კეთილდღეობა შენს ხელშია, ისინი მშობლების შეცდომებისთვის არ უნდა ისჯებოდნენ.
6. გააკეთე დასკვნები. ეს ურთიერთობა რაღაცისთვის გჭირდებოდა. რისთვის? რა გაიგე შენს შესახებ? რა ისწავლე ცხოვრებასა და ურთიერთობებზე? რა შეცდომები დაუშვი?
7. იპოვე მიზანი. თუკი ადრე მიზანი არ გქონია, ახლა საუკეთესო დროა მის გასაჩენად.
8. მოიფიქრე მიზანი? ახლა შეადგინე გეგმა, თუ როგორ განახორციელებ მას ეტაპობრივად. გეგმაში უნდა იყოს პუნქტები სამსახურზე, გართობასა და სიყვარულზეც. კარგი იქნება თუ უახლოესი წლის გეგმა გექნება.
9. იპოვე მოსაუბრე. მოსაუბრე კრიზისის გადასალახად საუკეთესო ინსტრუმენტია. ის შესაძლოა იყოს ფსიქოლოგი, მოძღვარი ან საერთოდაც შემთხვევითი ნაცნობი. ყველაზე მთავარია ის, რომ გულახდილი საუბრის არ გეშინოდეს.