ბრენდმა Harvey Nichols საზოგადოების გამოკითხვა ჩაატარა, ვის მიიჩნევენ ყველაზე მოდურ ბრიტანელ მამაკაცად. პასუხების მიხედვით, პირველ ადგილზე დევიდ ბექჰემია. მეორეზე – პრინცი უილიამი, მესამეზე კი მსახიობი დენიელ კრეიგი.
ყველაზე მოდური ბრიტანელების რეიტინგში შემდეგ ადგილებზე არიან დედოფალ ელისაბედის ქმარი, მსახიობი იდრის ელბა, ბენედიქტ კამბერბეჩი, „ფორმულა 1“-ის მრბოლელი ლუის ჰემილტონი, პრინცი ჰარი, პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი და მსახიობი ედი რედმეინი.