აუქციონზე იყიდება უნიკალური კოლექცია, რომელიც 230 რარიტეტული ავტომობილისგან შედგება. გასაოცარ ევროპულ მანქანებს მეპატრონე 40 წლის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. პრაქტიკულად ყველა სატრანსპორტო საშუალება იდეალურ მდგომარეობაშია შენარჩუნებული. თუმცა, ბუნებრივია, მრავალწლიანი უძრაობის გამო კოლექციას ხელის შევლება მაინც დასჭირდება.
უნიკალური ლოტის ღირებულებას აუქციონის სახლის წარმომადგენლები ღონისძიების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაამხელენ.
კოლექცია ეკუთვნის ნიდერლანდების მკვიდრს, რომელიც უნიკალურ მანქანებს მრავალი წლის განმავლობაში ყიდდა. როგორც გაირკვა, დაახლოებით 40 წლის წინ კაცმა ექსკლუზიური მოდელების კოლექციონირება დაიწყო. პირველი ავტომობილი, რომელიც საიდუმლო კოლექციის ნაწილი გახდა – ყვითელი ფერის კლასიკური Lancia B20 იყო.