კომპანიები BMW და Mercedes აქტიურად განაგრძობენ კლიენტების მოზიდვას თანამედროვე, უახლესი ფორმატის ავტომობილებით, რომლებსაც კროს-კუპე ეწოდებათ. რაც შეეხება Audi-ის, აქამდე მსგავსი ავტომობილი მომხმარებლისთვის არ შეუთავაზებიათ.
დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2019 წლიდან Audi-ის სერიულ წარმოებაში გაჩნდება ახალი ავტომობილი, რომელიც Q4-ის სახელით იქნება ცნობილი და კომპანიის ისტორიაში პირველი კროს-კუპე გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტომობილის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, კრიტიკოსებმა უკვე მოასწრეს მისი შეფასება და BMW X4-ის პირდაპირ კონკურენტად მოიაზრებენ.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, მოსალოდენლია, რომ ახალი კროს-კუპე Q5-ის მეორე თაობის ბაზაზე დამზადდება, რომლის პრეზენტაციაც მომდევნო წლის შემოდგომით, პარიზის ავტოშოუზე იგეგმება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ Q4 აღჭურვილი იქნება MQB პლატფორმით, რომელიც გულისხმობს ახალი თაობის, 4 ცილინდრიან მძლავრ აგრეგატს. ცნობილია ისიც, რომ წარმოდგენილი იქნება Audi Q4-ის ჰიბრიდული ვერსიაც.