LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფუნქციას ასრულებს ABS ექსტრემალური დამუხრუჭების დროს?

209

არავინ დაობს იმაზე, რომ ABS თანამედროვე ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი სისტემა გახლავთ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს მის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია გააჩნია და სისტემის შესაძლებლობებს გადამეტებულად არ აფასებს. მაგალითად: მძღოლების უმეტესობას ჰგონია, რომ ABS სამუხრუჭე მანძილს ამცირებს. თუმცა, მთლად ასეც არააა.

თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ABS (მოცურების ავტომატური ბლოკირების სისტემა) საჭიროების შემთხვევაში თქვენი ავტომობილის სრულ შეჩერებას შეძლებს, ძალიან ცდებით. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი მძღოლის ცოდნაზე, მისი მართვის უნარებზე და ავტომობილის მგრძნობელობაზეა დამოკიდებული. ABS კი მხოლოდ და მხოლოდ დამხმარის ფუნქციას ასრულებს…

უნდა ვაღიაროთ, რომ ABS გადაჭარბების გარეშე, მართლაც გამოსადეგი სისტემაა, თუმცა, როგორც უმეტესობას ჰგონია, ის ავტომობილის სამუხრუჭე მანძილის შემცირების მიზნით არ შექმნილა. მისი მთავარი ღირებულება გახლავთ იმაში, რომ ის გვაძლევს შანსს ექსტრემალური დამუხრუჭების დროს,  არ დავკარგოთ კონტროლი ავტომობილზე და შევამციროთ ავტოსაგზაო შემთხვაში მოხვედრის რისკი.

თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ექსტრემალური დამუხრუჭების დროს, ABS ბლოკირებას უკეთებს წამყვან თვლებს, რაც იწვევს სამართავ სისტემაზე კონტროლის დაკარგვას და ავტომობილი გაურკვეველი მიმართულებით, დამოუკიდებლად მიემართება. სწორედ ასეთი შემთხვევების გამო ხდება ავტოსაგზაო შემთხვევებიც…

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ავარია, კარგი იქნება თუ ავტომობილის შეჩერებას მუხრუჭის სატერფულზე ერთჯერადი მძლავრი დაჭერით არ შევეცდებით და ავტომობილს ნელ-ნელა შევაჩერებთ, სატერფულზე რამდენიმე მცირედი დაჭერით, რაც საშუალებას მოგვცემს არ დავკარგოთ კონტროლი ავტომობილზე. ასეთ შემთხვევებში, კი მძღოლის იდეალური დამხმარე სწორედ ABS გახლავთ.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სხვადასხვა საფარზე, მეტეოროლოგიურ პირობებსა და სიტუაციებში სისტემაზე დიდ გავლენას ახდენს საბურავები, რომლებიც რა თქმა უნდა ზემოთხსენებულ სიტუაციებში განსხვავებულად მოქმედებენ. ამიტომ, მძღოლს მაქსიმალური ყურადღება მართებს ნებისმიერ სიტუაციაში, რადგან ზოგიერთ შემთხვევებში(მაგ: ყინულზე, ქვიშაში, სველ ასფალტზე, ბალახის საფარზე) მოცურების ალბათობა საკმაოდ დიდია და რისკი იმისა, რომ ექსტრემალურად დამუხრუჭებისას ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდეს ძალიან მაღალია. მსგავსი ტიპის შემთხვევებში, ABS სისტემა რა თქმა უნდა უძლურია…

ნებისმიერ შემთხვევაში, ელექტრონული სისტემები მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე საშუალებებს წარმოადგენს და მათზე გადამეტებული წარმოდგენის შექმნა მცდარი ნაბიჯია. შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილება, მძღოლის განათლებაზე, მართვის უნარზე და ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომობილის დამორჩილებაზეა დამოკიდებული. რაც თავისთავად გამორიცხავს, გამართული ელექტრონული მოწყობილობების (მათ შორის ABS-ს) ბრალეულობას სხვადასხვა შემთხვევებში…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები