LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამტაცებლებმა ავტომობილების გატეხა ღილაკებიანი ტელეფონებით ისწავლეს

113
phone

აშშ-ში უჩვეულო ტენდენცია დაიწყო, ავტომობილებს ღილაკიანი ტელეფონების დახმარებით იტაცებენ. რამდენიმე ათას დოლარად ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომ სპეციალური „ჭკვიანი“ მოწყობილობა შეიძინოს, რომელიც მობილური აპარატის კორპუსში ინტეგრირდება. შემდეგ ბოროტმოქმედები, არც თუ ისე რთული მანიპულაციით, ძრავის ამუშავებას წუთზე ნაკლებ დროში ახერხებენ. ამასთან, ამ მოწყობილობის გამყიდველები ირწმუნებიან, რომ ტექნოლოგია ძრავის ავარიული ამუშავების ლეგალური ტექნოლოგიაა.

ქსელში ვიდეოებიც ვრცელდება, სადაც Nokia 3310-ით რამდენიმე წამია საჭირო იმისთვის, რომ ავტომობილი გატყდეს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი ავტომობილის გასატაცებლად მხოლოდ 15 წამია საჭირო. ყველაზე მეტად რისკ ჯგუფში Toyota, Lexus და Maserati არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები