სულ რამდენიმე დღის წინ შანხაიში მორიგი გამოფენა დასრულდა, სადაც ტრადიციის მიხედვით ადგილობრივმა ავტომწარმოებლებმა მრავალრიცხოვანი და ძალიან საინტერესო სიახლეები წარადგინეს. მაშინ როცა კომპაქტური კროსოვერები და ბიუჯეტური სედანები ჩვენს გზებზე ჩვეულებრივ ამბად იქცა, ზოგიერთი კონცეპტი და სერიული მოდელიც კი სტილით, დინამიკით და ტექნიკური შიგთავსით დიდ გაოცებას იწვევს.
ამ გალერეაში – მძლავრი, მდიდრული ყველგანამვლები, უპილოტო ავტომობილები, სპორტული ელექტროქარები და 6 საბურავიანი პიკაპებია გაერთიანებული.