წელს თუშეთში მიმავალი გზების პროექტირება დაიწყება. როგორც ”ავტორადიოს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე საკითხი მუშავდება და დონორების მოძიების პროცესი მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუშეთის გზას მრავალმხრივი დანიშნულება გააჩნია.
”ეს არის უსაფრთხოების მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი რეგიონი” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.