LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სატვირთო კონტეინერში 13 წლით მივიწყებული სამი Tesla Roadster იპოვეს

110
tesla

ჩინეთში იყიდება სამი Tesla Roadster, რომლებმაც მთელი ცხოვრება სატვირთო კონტეინერში გაატარეს. 2010 წელს ჩინელმა მყიდველმა ელექტრომობილები ამერიკული კორპორაციისგან შეიძინა. ელემენტიანი მანქანები ოკეანის მიღმა სატვირთო კონტეინერით გაგზავნეს. გაურკვეველი მიზეზების გამო მეპატრონემ ელექტრომობილები პორტიდან არ წამოიღო და ტვირთი 13 წელი უძრავად ინახებოდა. როდსტერების ახალმა მფლობელმა კი მათთან გამომშვიდობება გადაწყვიტა. მანქანების ყიდვა როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთადაა შესაძლებელი.

მოდელ Roadster-ს ამერიკული კომპანია 2008-დან 2011 წლამდე უშვებდა. ამ დროის განმავლობაში „ტესლას“ 2 ათასამდე ელექტრომობილი აქვს გამოშვებული. ასე რომ, კონტეინერში ნაპოვნი ელ-ქარები კოლექციონერებისთვის გარკვეულ ინტერესს წარმოადგენს.

გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ვიზუალურად ავტომობილები მშვენიერ მდგომარეობაშია. ძარასა და სალონში ვიზუალური დეფექტები არ იძებნება. გარდა ამისა, მანქანებში შენარჩუნებულია ორიგინალი დეტალები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები