ანტუან გრიზმანმა ირლანდიასთან მატჩის (2:1) ბურთი ტერორისტების მიერ მოკლული პოლიციელის ბიჭს აჩუქა.
ეს ის ბურთია, რომლითაც გრიზმანმა ორი გოლი შეუგდო ბრიტანელებს.
”პოლიციის და საფრანგთის ნაკრების ფეხბურთელების ხელშეწყობით ასრულდა ჩვენი დაღუპული კოლეგის შვილის ოცნება”, – ნათქვამია საფრანგეთის ეროვნული პოლიციის ტვიტერში.
14 ივნისს მოკლეს მაიორი ჟან-ბაპტისტ სალვენი და მისი შეყვარებული, შსს-ს თანამშრომელი ჟესიკა შნეიდერი.
კილერი ლაროს აბალა აღმოჩნდა, რომელიც პოლიციის რეიდის დროს მოკლეს.