ლეო მესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომელმაც გადასახადებისგან თავის არიდების გამო განაჩენი გამოუტანა.
”ბარსელონას” ფორვარდი ბარსელონას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელაციას შეიტანს მისი და მამამისის წინააღმდეგ 21-თვიანი სასჯელის გაუქმების თობაზე.
ამის შესახებ Sport.es-მა დაწერა, რომელიც არგენტინელის ადვოკატებს დაეყრდნო.
გადაწყვეტილება ესპანეთის უზენაეს სასმართლოში გასაჩივრდება.
ადვოკატების აზრით, განაჩენი სიმბოლურად უნდა ჩაითვალოს იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ ეპიზოდზე მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა 7-7 თვე მიიღეს და თან აუცილებელი თანხა (4 მილიონი ევრო) უკვე გადახდილი იყო.
მესის ადვოკატების შეფასებით, აპელაციის დაკმაყოფილების შანსები ძალიან მაღალია.