საცობები ყველას მოგვბეზრდა. ყველაზე უფრო ეს პრობლემა ლოგიკურია ჩინეთს აწუხებს. გაჩნდა კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ გადაიჭრას ეს პრობლემა, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად. თუმცა, რა უნდა მოიფიქროს ქვეყნის მთავრობამ, როცა მეტრო უკვე ვეღარ უმკლავდება ისედაც მომატებულ მგზავრებს, ხოლო ავტომობილების რიცხვი წლიდან-წლამდე დიდ ქალაქებში კატასტროფულად იზრდება.
არსებობს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ხერხი: აშენდეს მოსახერხებელი საგზაო ესტაკადები, დაიგოს დამატებითი გზები (იაპონიის მაგალითზე), განვითარდეს ტაქსის ცენტრები (აშშ-ს მაგალითზე, როგორც ეს New York-ში მოხდა) და ყველაზე ბოლო ვარიანტი – განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ჩინეთში გადაწყვიტეს, რომ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაშია, თუმცა, მათ ეს გეგმა თავისებურად შეიმუშავეს. ჩინეთის მთავრობამ მოსახლეობას ავტობუსების ახალი ტიპი წარუდგინა.
ჩინური ავტობუსები გამოირჩევიან კომფორტულობით.
ერთი სიტყვით, მათ აბსოლუტურად შეიძლება ეწოდოს ახალი სიტყვა სატრასპორტო სფეროში. მსგავსი ტიპის ავტობუსებს ვერსად შეხვდებით, გარდა ფილმებისა შორეულ მომავალზე.
იგი წააგავს სახლს ბორბლებზე, რომელიც ერთგვარი ჰიბრიდია მატარებლისა და საგზაო ტრანსპორტის. რაც მთავარია, იგი იტევს გაცილებით მეტ მგზავრს, ვიდრე ჩვეულებრივი ავტობუსი.
პროტოტიპის სახელია – Transit Elevated Bus (TEB) და მისი მთავარი ღირსებაა ის, რომ გზაზე მოძრაობისას, ნებისმიერ ავტომობილს, შეეძლება შეუფერხებლად გაიაროს მასში, რითაც თავიდან აცილებული იქნება საცობები, რომელიც ასე აწუხებს ჩინეთის დიდ ქალაქებს და არა მხოლოდ.