LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

20

ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა რაჭა–ლეჩხუმისა და სვანეთის მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია  რეგიონში მიმდინარე  ინფარსტრუქტურული პროექტებზე. მისი განმარტებით, დაწყებულია ამბროლაურის აეროდრომის პროექტირება. პრემიერ–მინისტრი მიიჩნევს, რომ აეროდრომის ამოქმედება რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის  მძლავრი ბიძგი იქნება.

„ჩვენ შევეცდებით ისე დაპროექტდეს ეს აეროდრომი, რომ მიიღოს არა მხოლოდ ყველაზე მცირე ზომის თვითმფრინავები, არამედ საშუალო ზომის 50–მგზავრიანი თვითმფრინავები. წინასწარი გათვლები ასეთ ტექნიკურ საშუალებას იძლევა. ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის, საოჯახო სასტუმროებისთვის და ასევე ინვესტორებისთვის, რომ დამატებითი ინვესტიციები იქნას მოზიდული რაჭასა და მიმდებარე რეგიონებში,“–განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ–მინისტრმა ისაუბრა შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიის ტურისტული ზონის განვითარებისთვის გენერალური დაგეგმარების მნიშვნელობაზე, სადაც, მისი თქმით, ადგილობრივი ლანდშაფტი და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა მაქსიმალურად იქნება დაცული. მანვე  ხაზი გაუსვა სვანეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სწრაფად დასრულების აუცილებლობას და პირობა დადო, რომ წლის ბოლომდე დასრულდება საჩხერის გავლით, გომიდან რაჭამდე მომავალი პირდაპირი გზისპროექტირება.

„ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურ მხარდაჭერას იმისათვის, რომ როგორც მესტიაში, გაგრძელდეს ჰაწვალის სათხილამური ტრასა, ასევე თეთნულდის სათხილამურო ტრასებისმიმდებარედ განვითარდეს სასტუმრო კომპლექსები და რა თქმა უნდა, აშენდეს გომიდან რაჭამდე მომავალი პირდაპირი გზა საჩხერის გავლით. ამის პირობას ვდებთ, რომ წელს,წლის ბოლომდე, დასრულდება პროექტირება და მომავალ წელს დაიწყება სამუშაოები. რა თქმა უნდა, ასევე აუცილებლად ქუთაისიდან სვანეთისკენ მიმავალი გზა. ჩვენ ასევესერიოზულად ვიხილავთ მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობას იმისათვის, რომ ამ რეგიონმა მაქსიმალური შვება ნახოს დამატებული ტურისტულინაკადებით. ყველაფერს ამას მეგობრებო, აუცილებლად განვახორციელებთ. პირობას ვდებთ, რომ თითოეული სიტყვა აქ ნათქვამი, აუცილებლად შესრულდება, მაგრამ ამისთვისჩემო მეგობრებო, ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, ჩვენ გვჭირდება ის, რომ გადავლახოთ გათითოკაცების გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, დავდგეთ ერთად იმისათვის, რომ ამმშვენიერმა ბავშვებმა მართლაც ისუნთქონ უკეთესი ჰაერი, ნახონ უკეთესი გაფერადებული და აგუგუნებული საქართველო!“–აღნიშნა პრემიერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები