ჯორჯინა როდრიგესმა რონალდოს ბიჭის ვიდეო დადო, სადაც ბავშვს „ბარსელონას“ მაისური აცვია.
კრიშტიანოს შვილმა „ბარსას“ მაისური ჩაიცვა!
ვიდეოში ალანა მარტინა, ევა და მატეო სახლში, დივანზე ცეკვავენ.
უმცროსს კი „რეალის“ ყოფილი სუპერვარსკვლავის მოძულე გუნდის მაისური ამშვენებს.
რონალდო „რეალში“ 2099-დან 2018 წლამდე თამაშობდა და ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ამჟამად კი კრიშტიანო საუდის არაბეთში ბურთაობს, „ალ ნასრიში“.