LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი დაიჭირეს

45

რიო დე ჟანეიროში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი პატრიკ ჰიკი დააკავეს.

ის ოლიმპიადის ბილეთების გადამყიდველისთვის უკანონო გადაცემაშია ეჭვმიტანილი.

პოლიციის განცხადებით, პატრიკ ჰიკმა, რომელიც ასევე ირლანდიის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს, დაკავების დროს ადგილიდან მიმალვა სცადა.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები – საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც რამდენიმე ათეულ ევროპულ ოლიმპიურ კომიტეტს აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები