ამერიკულმა კომპანია Can-Am-მა, რომელიც კვატროციკლების წარმოებაზეა ორიენტირებულია, ახალი მოდელი – Maverick X3 წარმოადგინა. ახალი ,,ოთხბორბალა” ნებისმიერი სირთულის გზას უმკლავდება და მოძრაობისას ნებისმიერი სახის დატვრითვას უძლებს.
Maverick X3 აგებულია ფოლადის ჩარჩოსგან და აღჭურვილია სამცილინდრიანი ტურბო-ძრავით, რომელიც 154 ცხენის ძალის სიმძლავრისაა და წუთში 153 ნმ ბრუნი აქვს.
ძრავის მთავარი მახასიათებელი მისი სისწრაფის განვითარების პერიოდია. Maverick X3 96 მილ/საათ სიჩქარეს 4.9 წამში ანვითარებს. მოდელი ასევე აღჭურვილია რეგულირებადი ამორტიზატორებით (სახელწოდებით FOX) და 14 დიუმიანი ალუმინის დისკების მქონე საბურავებით – რომელიც კომპანია Maxxis Bighorn-მა დაამზადა.
იხილეთ ვიდეო: