LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung Galaxy Note 7 – ძვირადღირებული სმარტფონი, რომელიც ფეთქდება

63

მსოფლიოში ორი ყველაზე დიდი სმარტფონების მწარმოებელი კომპანია,  Samsung-ი და Apple-ი, ყოველთვის ცდილობს ერთმანეთის ახალი მოდელებს სხვადასხვა მეთოდებით დისკრედიტაცია გაუწიოს, თუმცა როგორც წესი, მსგავსი ქმედებები, ფანებს შორის, ინტერნეტ დაპირისპირებებით მთავრდება.

არც ისე დიდი ხნის წინ Samsung-მა გაავრცელა ჭორი, რომ iPhone 6-ის ალუმინის კორპუსი არამდგრადი იყო და დივაისის ჯიბეში ჩადებისას ის იღუნებოდა და დეფორმირდებოდა. ჭორმა, რომელიც TOP თემად იქცა,  მოწყობილობის ყიდვა უამრავ ”ეფლომანს” გადააფიქრებინა.

 

ამ ეტაპზე კი, შეცდომა, რომელიც Samsung-მა სულ რაღაც 1 კვირის წინ გამოშვებულ გაჯეტში დაუშვა, სცდება ჭორების საზღვრებს და რეალობაში, ნამდვილი მომხმარებლების საჩივრებში ინაცვლებს. პრობლემა, რომელიც Samsung-ის ამ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებულ სმარტფონს აღმოუჩინეს, ბატარეასთანაა დაკავშირებული.

კერძოდ, ახალი ფლაგმანური გაჯეტის ბატარეა მწყობრიდან დატენვის დროს გამოდის და არც მეტი, არც ნაკლები – ფეთქდება. 

კომპანიის წარმომადგენლობა აპარატში ბატარეის გამოცვლას და მის გაყიდვაში ხელმეორე ჩაშვებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ Samsung-მა ფეთქებადი ბატარეების გამო $7 მილიარდამდე დაკარგა, რაც კომპანიის აქციების 3.5%-ით გაუფასურების მიზეზი გახდა.

კომპანია სამსუნგის ოფიციალურმა მხარემ, გენერალურმა დირექტორმა კოჰ დონგ ჯინ-მა სპეციალური განცხადება გააკეთა და უდიდესი ბოდიში მოუხადა მომხმარებლებს. კორეულმა კომპანიამ უკვე გაყიდული მოწყობილობები უკან გამოითხოვა, ხოლო, გაყიდვაში ჩაშვებული გაჯეტები მთლიანად გააქრო მსოფლიო ბაზრიდან. კოჰ დონგ-ჯინმა უდიდესი მწუხარება გამოთქვა აღნიშნულთან დაკავშირებით და ყველა Samsung Galaxy Note 7-ის მფლობელს თანხის სრულად დაბრუნებას დაჰპირდა. ინფორმაციას ავრცელებენ ისეთი საინფორმაციო სააგენტოები, როგორებიცაა: Cnet, Reuters, CNN, BBC News და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები