ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია ავტო ფურგონი რომელიც ორ სართულიან სახლად გადაიქცევა. უჩვეულო პროექტი ამერიკულმა სტარტაპმა Wildlderwise-მა შექმნა. კომპაქტური ბორბლებიანი სახლის ჩვეულებრივ გზებზე გადატანა ლეგალურად დაშვებულია. ამასთან, საჭიროების შემთხევაში ფურგონი იზრდება და თითქმის 90 კვადრატული მეტრის ფართობის ორსართულიან სახლად გადაიქცევა. უნიკალური სახლი-ტრანსფორმერის შეძენა 85 ათას დოლარადაა შესაძლებელი.
ტრანსფორმერ ფურგონში განთავსებულია ორადგილიანი საწოლი, რამდენიმე სათავსო, მისაღები, სრულფასოვანი სამზარეულო, სადაც ნიჟარა, ღუმელი, მაცივარი და ჭურჭლის სარეცხი მანქანაც კია განთავსებული. გარდა ამისა, ავტო სახლში არის სრული ზომის საშხაპე ოთახი, ავზი წყლის მარაგით და რამდენიმე ელემენტი, რომელიც სახლს ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.