ლიონში (საფრანგეთში) 2024 წლიდან პარკირების საფასური ავტომობილის ზომასა და ფორმაზე იქნება დამოკიდებული. ამ გზით ქალაქში იმ ავტომობილების შემცირებას იმედოვნებენ, ვინც ყველაზე მეტ მავნე გამონაბოლქვზეა პასუხისმგებელი.
ამ დრომდე ფრანგულ ქალაქში ავტომობილის გაჩერება ყველა ავტომობილისთვის 20 ევრო ღირდა. მომავალი წლიდან კი ლიონში სამ სხვადასხვა ფასს დააწესებენ: 15 ევრო მცირე ზომის საქალაქო ავტომობილებისა და ელექტრომობილებისთვის, 30 ევრო სტანდარტული ავტომობილებისთვის და 45 ევრო დიდი მანქანებისა და ყველგანმავლებისთვის.
ტრანსპორტზე მთელი გამონაბოლქვის მეოთხედი მოდის და გარემოს დაბინძურებაში ავტომობილთა წილი 70%-ს შეადგენს. მსგავსი ინიციატივების დამსახურებით კი ევროპა დასახულ მიზანს მიაღწევს და 2050 წლისთვის მავნე გამონაბოლქვს მინიმუმამდე შეამცირებს.