LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი GPS ნავიგატორს ენდო და მანქანა ჩაძირა

116
gps

აშშ-ში, ჰავაის შტატში მყოფი ტურისტი GPS-ის სისტემას ენდო და შემთხვევით ავტომობილი ჩაძირა. მძღოლი წყალში ისე შევიდა, რომ ვერც გაიგო. საბედნიეროდ, ქალმა ავტომობილის დატოვება დროულად მოასწრო, მანქანა კი ფსკერისკენ გაემართა.

თვითმხილველები გაოცებულები უყურებდნენ მძღოლს, რომელმაც ჩაძირული მანქანა მხოლოდ მაშინ დატოვა, როცა ყველა პირადი ნივთი მოაგროვა.

ამ დროს წყალში ნავით სხვა ტურისტი გადაადგილდებოდა და ქალი ნაპირამდე სწორედ მან მიიყვანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

მოგვიანებით მაშველებმა მანქანა ნაპირზე ამოიყვანეს. დაზარალებულმა ტურისტმა პოლიციას უთხრა, რომ ნავიგატორის მონაცემებს ენდო და ცუდ ადგილას სწორედ ამიტომ აღმოჩნდა.

საინტერესოა, რომ ამ შემთხვევამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე იგივე დაემართათ სხვა ტურისტებსაც და GPS-მა ისინიც წყალთან, ძალიან ახლოს მიიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები