LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალის მოხიბვლის შვიდი მეთოდი

617

ქალის გულის მოსაგებად სულაც არაა აუცილებელი იყოთ მილიონერი. მთავარია, გქონდეთ ფანტაზია და თქვენი საყვარელი ქალბატონის გაბედნიერების სურვილი.

საუზმე

გაუმასპინძლდით საუზმით, არაა აუცილებელი მოამზადოთ გასტრონომიული შედევრი, მთავარია გამოიჩინოთ ყურადღება და გაიხსენოთ, რისი მირთმევა უყვარს თქვენს მეორე ნახევარს ახალგაღვიძებულზე.

კომპლიმენტი

ხშირად უთხარით თქვენს რჩეულს ქათინაური. მართალია, კომპლიმენტი სიცრუე უფროა, ვიდრე გულწრფელი მოწონება, მაგრამ ნებისმიერ ქალს სიამოვნებს, როცა მას აქებენ.   

მეოჯახე

ნუ წამოიწყოთ კაპიტალური რემონტს და ნუ მიატოვებთ შუა გზაში. თუმცა, ნურც წვრილმანების შეკეთებას დაიზარებთ, რადგან სწორედ ასე აგრძნობინებთ თქვენს ”სუსტ” მეორე ნახევარს საკუთარ სიძლიერეს.

საიმედო პარტნიორი

თუ თქვენი რჩეული მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრისთვის ემზადება, აუცილებლად დაინტერესდით წვრილმანებით, ურჩიეთ რაიმე და აგრძნობინეთ მხარდაჭერა.

სასიამოვნო მესიჯი

შეახსენეთ თავი სასიამოვნო მესიჯით, რადგან მუშაობის პროცესში მართლაც შვებაა რამდენიმე წუთით შესვენება და ყურადღების სასიამოვნო წვრულმანებზე გადატანა.   

ფლეილისტი

გააკეთეთ რომანტიკული სიმღერების ფლეილისტი, ხშირად მოუსმინეთ ერთად და დარწმუნებული იყავით, სადაც არ უნდა იყოთ, ნაცნობი სიმღერის მოსმენაზე თქვენს რჩეულს ყოველთვის თქვენ გაახსენდებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები