ბრიუსელის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გაჩნდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რომელიც ხელოვნური ინტელექტით იმართება. სიახლე ექიმებს საშუალებას აძლევს, რომ მედიკოსებს საავადმყოფოდან გასვლის გარეშე უხელმძღვანელონ.
მანქანა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, კამერებითა და მიკროფონითაა აღჭურვილი. ტექნოლოგიების დახმარებით საავადმყოფოში მყოფ ექიმებს შეუძლიათ მანქანაში მიმდინარე მოვლენებს დეტალურად დააკვირდნენ და ექსტრემალურ სიტუაციებში სასწრაფოს ექიმებს ზუსტი მითითებები მისცენ.
სასწრაფო დახმარების ავტომობილი – ეს არის ბორბლებიანი საოპერაციო. იქ მედიკოსებს ყველა გადაუდებელი დახმარების გაწევა შეუძლიათ.
ახალ სასწრაფოს ბრიუსელში, ასევე ქალაქებში – ლიეჟსა და როზელარეში დაფიქსირებულ გამოძახებებზე გამოიყენებენ.