”რუსთავი ორის” ეთერში პროექტ ”ნიჭიერის” მორიგი გადაცემა გავიდა. აღსანიშნავია, რომ შესარჩევი კონკურსის ბოლო ნაწილი ისეთივე მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვიდა, როგორც წინა გადაცემები. ქართული სიმღერების საინტერესო პოპური წარმოადგინა ოთხმა შრილანკელმა ბიჭმა, რომლებმაც ჟიურისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურეს. შთამბეჭდავი იყო 17 წლის ძალოსანის, ჯაბა ხოფერიას გამოსვლაც. ”უნიკალური ადამიანი ხართ, მეამაყებით და გისურვებთ წარმატებებს!” – განაცხადა ჟიურის წევრმა ჭოლამ. შემდეგ ტურში გადასვლა დაიმსახურეს ნიჭიერმა ტყუპებმა, ნახევრად შიშველმა ბოდიბილდერებმა, მრბოლელმა გიორგი კირვალიძემ, ნახევრად ქართველმა გალინა ახალაძემ, ბითბოქსერმა ლაშა ხვედელიძეს კი ჟიურიმ კიდევ ერთი შანსი შეყვარებულის ხათრით მისცა. მოცეკვავეების ოჯახმა ჟიურის კეთილგანწყობა პატარა დაჩის გამო მიიღო. ”მთავარი თქვენს ნომერში ერთმნიშვნელოვნად იყო დაჩი” – ასე შეაფასა ნიკა გვარამიამ მათი გამოსვლა. გასაოცარი სანახაობა წარმოადგინეს ადამიანმა ბუქსირმა და ბოშა მამა-შვილმა. ჟიურისგან დადებითი შეფასება მიიღეს ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე გოგონებმა – ჯგუფმა The mess-მა. ”უფრო მეტად გამოძრავდი, ნუ ცხოვრობ კონკურსიდან კონკურსამდე. ძალიან მაგარი გოგო ხარ” – ასე შეაფასა ქუთაისელი ნიჭიერი ინდირა ჯგერენაია ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელმაც რა თქმა უნდა მეორე შანსიც მიიღო. დარბაზსა და ჟიურიში დიდი გამოხმაურება გამოიწვიეს მოსკოვიდან ჩამოსულმა სექსუალურმა გოგონებმა, რომლებმაც ექსტრემალური აკრობატული ნომერი წარმოადგინეს. შესარჩევი ტურის ბოლო გადაცემა სმენადაქვეითებულმა გოგონებმა თავიანთი არაჩვეულებრივი ცეკვით დაასრულეს. ”ნამდვილად არ მეგონა თუ ამ ადამიანებს მუსიკა არ ესმოდათ და ისე ცეკვავდნენ, მგონია ასეთი საოცრება არც მე და არც ერთ დარბაზში მყოფ ადამიანს არ უნახავს” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შრილანკელი მუსიკოსები
რიმა შამოევა
ლილე – სმენადაქვეითებული მოცეკვავეები
ინდირა ჯგერენაია
ფოტოები