LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერმა 240 ათას დოლარად შეფასებული მანქანა დაკარგა

31

ჟურნალ Daily Star-ის ცნობით, კანადელმა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა თავისი Ferrari 458 Italia დაკარგა, რომლის ღირებულებაც 240 ათასი დოლარი იყო. ავტომობილი ბიბერმა მხოლოდ სამი კვირის შემდეგ იპოვა.

ყველაფერი კი ასე მოხდა: თავდაპირველად ჯასტინი ბევერლი-ჰილსზე მდებარე სასტუმროში მივიდა, საიდანაც მეგობრებთან ერთად ღამის კლუბში წავიდა. დილით კი ვერ გაიხსენა, რა ადგილას გააჩერა მანქანა.

საბოლოდ, მომღერლის მენეჯერისა და სასტუმროს თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, ავტომობილი ნაპოვნია და ის კვლავ ბიბერის ავტოფარეხშია მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ „ფერარის“ გარდა ჯასტინი Lamborghini-ს, Fisker Karma-ს, Porsche Turbo-სა და Audi R8-ს ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები