LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წამყვანმა ავტომწარმოებლებმა თავისი რუსული საიტები გათიშეს

129
infinity

ბევრმა დასავლურმა და იაპონურმა ავტო-კომპანიამ რუსულ ენოვანი საიტები გათიშა. იმ მწარმოებლებმა, რომლებმაც რუსეთის ტერიტორიაზე ბიზნესი დახურეს, საიტების გაუქმება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყეს. 2022 წლის ზაფხულში უკვე აღარ მუშაობდა Renault-ის ოფიციალური საიტი, დომენით ru., მოგვიანებით გაითიშა Nissan-ის და Infiniti-ს გვერდები, ასევე იმ ზოგიერთი ბრენდის, რომელიც Volkswagen-ის შემადგენლობაშია. აღარ იხსნება ასევე Audi-ს რუსულენოვანი კონტენტიც.

Skoda-ს რუსულენოვანის საიტის გახსნის მცდელობისას მომხმარებელი შვედური ბრენდის გლობალურ პორტალზე გადადის.

თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ამ სიას ჯერ არ შეერთებია  – Kia, Hyundai და Toyota. ფუნქციონირებს ასევე BMW-ს და Porsche-ს რუსულენოვანი გვერდებიც, ხოლო Mercedes-Benz და Land Rover შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები