კრიშტიანო რონალდომ შვებულების ფოტოები გამოფინა, სადაც ჯორჯინასთან და ბავშვებთან ერთადაა.
38 წლის სუპერვარსკვლავი კერძო სუპერიახტაზე ნებივრობს, რომელიც ამბობენ, რომ 200 ათასი დოლარი ღირს კვირაში.
რონალდო ამასწინ გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 200 მატჩი ითამაშა და საამისოდ გინესის რეკორდების წიგნის სერტიფიკატიც ჩაახუტეს.
ახლა კრიშტიანო დამსახურებულ შვებულებაშია. ახალი სეზონიდან კი საუდის არაბეთში სხვა კარგი ფეხბურთელებიც დახვდება – ჰაკიმ ზიეში, რუბენ ნევეში, ნგოლო კანტე, ქარიმ ბენზემა და ვინ იცის კიდევ ვინ შეემატებათ.