თუ საკუთარ თავთან ლაპარაკი გიყვართ, მაშინ თქვენთვის საინტერესო იქნება გაიგოთ, რომ ბრიტანელი მეცნიერების დასკვნით, ამგვარი დიალოგი არა ფსიქიური აშლილობის, არამედ მოტივაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.
დასკვნა მეცნიერებმა, ცოტა ხნის წინ ჩატარებული ექსპერიმენტის საფუძველზე გააკეთეს, რომელშიც 45 000 ადამიანი მონაწილეობდა. მოხალისეებს ქსელურ თამშში მონაწილეობა, გამარჯვების მოტივაციად კი, რამდენიმე მოქმედება – სტრატეგიული დაგეგმვა, ვიზუალური წარმოდგენა და საკუთარ თავთან დიალოგი შესთავაზეს.
ექსპერიმენტის შედეგი მეცნიერებისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ქსელურ თამაშში გამარჯვებულთა უმეტესობა საკუთარ თავთან აწარმოებდა დიალოგს. ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ მსგავსი ტენდენციის მთავარი მიზეზი, მიზნის ან პრობლემის მრავალგზის გამეორებაა. ამასთანავე, ადამიანი პრობლემას გვერდიდან უყურებს, რაც სიტუაციის უკეთ დანახვასა და საკითხის წარმატებით გადაწყვეტაში ეხმარება.