შვედურმა მწარმოებელმა გადაწყვიტა ტრეკზე სუპერსატვირთო WTCC სერიის მსუბუქ სარბოლო ბოლიდს შეაჯიბროს. ერთმანეთის წინააღმდეგ Iron Knight და Volvo S60 Polestar TC1 გამოვლენ. ვის დარჩება გამარჯვება, ამას მალე გავიგებთ, ვიდეო-ტიზერის ბოლოს ნაჩვენებია ღონისძიების გამართვის თარიღი – ბრძოლა 13 დეკემბერს შედგება.
სატვირთო ”რკინის რაინდი”, შვედური კომპანიის ინჟინრებმა პოტენციური რეკორდსმენობისთვის ააგეს, მათ მასის შემცირება 4,5 ტონამდე შეძლეს, სიმძლავრე კი 2 400 ცხენის ძალამდე გაზარდეს.
რაც შეეხება Volvo S60 Polestar TC1-ს, ის WTCC-ის ჩემპიონატისთვის მოამზადეს. ავტომობილი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავით არის აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 400 ცხენის ძალამდეა ფორსირებული.