ექსპერტებმა მსოფლიოს უგზოობის რუკა შექმნეს. იმ ადგილების რაოდენობა, რომელთა სიახლოვესაც არც ერთი გზა არ გადის სულ უფრო და უფრო მცირდება და მხოლოდ ამაზონის ტყეებში, ციმბირში და ტუნდრაში თუ შემორჩა. დანარჩენი მსოფლიო კი აქტიურ მშენებლობაშია.
სპეციალისტები შეშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ ეს პროცესი უამრავ ეკოსისტემას ანადგურებს და გარდა ამისა, ბევრი სახეობისთვის ბარიერად იქცევა და მათ გადაშენებას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, გზები მხოლოდ გზებად არ შენდება და მათ სიახლოვეს იჩეხება ტყეებიც, რათა სხვადასხვა ობიექტები აიგოს. ტრანსპორტი აბინძურებს ატმოსფეროს და ცხოველთა ჯანმრთელობას ანადგურებს.
აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს გარშემო გზის სიგრძე 36 მილიონ კილომეტრს აღწევს. 2050 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 60%-ით გაიზრდება და ცოცხალი ბუნებისთვის საარსებო სივრცე თითქმის აღარ დარჩება.