LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოვრება ჯანდაბაში მიექანება და თანაც ძალიან სწრაფად

128
le-footballeur-thomas-meunier-est-en-couple-avec-deborah-panzokou

ტომას მუნიემ გააკრიტიკა ბელგიაში სქესის შეცვლის ახალი კანონი.

ქვეყანაში მალე შესაძლებელი იქნება სახელისა და სქესის რამდენჯერმე შეცვლა.

„სამყარო ჯანდაბისკენ მიექანება, და თან დიდი სიჩქარით“ – დაწერა „ბორუსიას“ და ბელგიის ნაკრების მცველმა ტვიტერზე.

ფეხბურთელის ტვიტს გამოეხმაურა პროფესორი ფაბრიციო ბუსელა და მიაწერა: „როგორი უპატივცემულობაა, ვინც გამოირჩევა მათ მიმართ. თქვენ რა განაღვლებთ?“

ფეხბურთელმა უპასუხა:
1. „ახალგაზრდა ხალხი საკუთარ თავს ეძებს და სქესის შეცვლაში იღებს პასუხს საკუთარ ცუდ განწყობაზე. ეს არის გაუაზრებელი ძალადობის ღია კარი, რომელიც კიდევ უფრო გაამძაფრებს იმას, რაც ცხოვრებისეული არჩევანი უნდა იყოს. არანაირი ტრანსფობია, უბრალოდ ფაქტების კონსტატაცია.

2. სახელმწიფო კვლავ პასიურად მონაწილეობს იმის განვითარებაში, რაც გააზრებული არჩევანი უნდა იყოს. ეს რეფორმა არ ეხმარება მოზარდების ფსიქოლოგიური დახმარების დაკმაყოფილებას.

3. ამ თემაზე კამათი სამი საათი შემიძლია. ყველა თავის აზრზე დარჩება. მე ყველას ვიღებ და პირველი ვაცხადებ დისკრიმინაციის შესახებ, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავრობა მცდარი გზით მიდის. ჩვენ სექსუალურ ორიენტაციას მენიუს მიხედვით ხომ არ ვირჩევთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები