LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Coach 194-ის ახალი „კოსმოსური“ კოლექცია

58

Coach-ის შემოქმედებითი დირექტორის პოსტი სტიუარტ ვივერსმა რამდენიმე წლის წინ ჩაიბარა და სადებიუტო კოლექციაც გამოუშვა, რომლის მთავარ მოდელს კოსმოსური ხომალდის „აპოლონის“ პრინტით გაფორმებული სვიტერი წარმოადგენდა.

ახალ, წინა საშემოდგომო კოლექციაში დიზაინერმა გაიმეორა კოსმოსის თემა და პოდიუმზე NASA-ს ლოგოტიპით, შატლების, ვარსკვლავების და მფრინავი თეფშების პრინტით გაფორმებულ ქურთუკებში გამოწყობილი მოდელები გამოიყვანა. „მართალია, ადამიანები მთვარეზე აღარ დაფრინავენ, მაგრამ კოსმოსი მაინც საინტერესოა ჩვენთვის“, – აღნიშნა ვივერსმა, რომელსაც, როგორც თავად აღიარა, ძალიან უყვარს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები